მარსი მეხუთე სახლში

0
10705

ეს ადამიანი ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებას ელტვის. მგზნებარე და ვნებიანია. სასიყვარულო თავგადასავლებში თავით ეშვება და მას თამაშივით აღიქვამს. არშიყობა და ფლირტი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად იცვლის პარტნიორებს, თუმცა თავად საკმაოდ ეჭვიანია. იზიდავს კიდეც კონკურენცია სიყვარულში. გამოირჩევა ძლიერი და აგრესიული სექსუალური დრაივით. იტაცებს სპორტი და ყველაფერი მცირედი რისკის შემცველი. გაწეული რისკი მისთვის საკუთარი ძალების დამტკიცების საშუალებაა. ათლეტური, იმპულსური და მერყევია. უყვარს გართობა, სიამოვნების მიღება და თამაში. ცდილობს დაიკმაყოფილოს სურვილები. ჩვეულებრივ პროფესიად ჰობს ირჩევს. შარმიანი, მხიარული და დემონსტრაციულია. მეგობრები აღმერთებენ მას. აქტიური და ხმაურიანი შვილები ჰყავს.

ამ სახლში მარსი კრეატივსა და სამსახიობო ნიჭს იძლევა. ეს სოციალური ნატურა დაბადებით პრომოუტერია. მისი ენერგიის დიდი ნაწილი შესაძლოა ბავშვებს მოხმარდეს.

უარყოფით გამოვლინებაში ( როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – გაუმართლებელი ავანტიურა, სულსწრაფობა, არასტაბილურობა სიყვარულში, გადაჭარბებული მიდრეკილება სიამოვნებისაკენ, პრობლემები შვილებთან ურთიერთობაში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია