ნამდვილი პატრიოტი, მთელი არსებით და მგზნებარედ იცავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. აქვს უსაფრთხო გარემოს შექმნის დაუძლეველი სურვილი. ეს მდებარეობა ხშირად ოჯახური კონფლიქტების მაჩვენებელია და არაა გამორიცხული ამ ადამიანმა საერთოდ უარი თქვას ქორწინებაზე. ახლობლების მიმართ ეჭვიანია. მისთვის დამახასიათებელია პასიური აგრესია, ბრაზი ღრმად დაფარულია, რაც გარშემომყოფთათვის სერიოზული თავსატეხი ხდება. მოსწონს, როცა დაკავებულია საოჯახო საქმეებით – სახლში რაღაცეების შეკეთებით. შესაძლოა ჩაერთოს გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ მოძრაობებში. ოჯახში ლიდერია. საოცრად გრძნობს საფრთხის მოახლოვებას.
უარყოფითი გამოვლინება ( როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – საოჯახო ტირანი, უთახმოება მშობლებთან, დევნიან სამშობლოდან, ან საკუთარი სახლიდან.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია