აგრესიული, აქტიური ინტელექტი. სხარტად აზროვნებს და ზოგადად გონიერია, თუმცა ხშირად ნაჩქარევი დასკვნები გამოაქვს. კომუნიკაციის დროს არაორაზროვანი, პირდაპირი და ბასრია. საკმაოდ პროვოკაციული საუბრის მანერა აქვს. სარკაზმი ეს მისი ხელოვნებაა. უყვარს კარგი დებატები. როცა ოჯახის წევრეთან კამათობს, ყველა მათი ნაკლი ზედმიწევნით გამოაქვს სააშკარაოზე. მუდამ ჩქარობს, მოუთმენელი და მოუსვენარია. იზიდავს გონებრივი შეჯიბრებები. ინფორმირებულია ბევრ სფეროში და მოსწონს ამ ცოდნის სხვებისათვის გაზიარება. ყოვეთვის პოულობს აუდიტორიას. ყველაფერზე აქვს თავისი შეხედულება და მხურვალედ იცავს ამ აზრებსა და რწმენებს.
ამ პოზიციას კარგად შეესაბამება პოლიტიკოსის, კომენტატორისა და ჟურნალისტის პროფესიები.
აქტიურად ურთიერთობს ნათესავებთან და ახლობლებთან.
ცოცხალი და ენთუზიაზმით სავსე ბუნების გამო სხვების შთაგონება შეუძლია. მიუხედავად კომუნიკაციის სიყვარულისა თვითონ ცუდი მსმენელია.
უარყოფითი გამოვლინება (თუ პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — კონფლიქტები, დაძაბული ურთიერთობა ახლობლებთან და ნათესავებთან, რადიკალიზმი, სირთულეები ინფორმაციის ათვისებაში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია