მარსი მეთორმეტე სახლში

    0
    9737

    მარსის ეს პოზცია მიანიშნებას, რომ ადამიანის სურვილები და ქმედებები იმართება ქვეცნობიერიდან, სადაც მოგროვილია ინტრიგები, თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილება, საფრთხეებისაკენ ლტოლვა. უუნაროა თავისი სასიცოცლო ენერგიის სწორად გამოყენებაში, მან უნდა ისწავლოს მისი მართვა და ბალანსი. აქვს შეგრძნება თითქოს რაღაც მისია აკისრია, მაგრამ ამ სურვილების უმეტესობას საიდუმლოდ ინახავს, რომ აირიდოს ყველანაირი შეწინააღმდეგება თავიდან. ფარული აგრესორია, რაც გარშემომყოფთათვის დანაღმულ ველზე სიარულს ნიშნავს. ერთხელაც შესაძლოა სრულიად უკონტროლოდ აფეთქდეს. ქვეცნობიერი ბრაზი რომ მართოს, ჯერ უნდა გააცნობიეროს იგი. საკუთარი მიზნების რეალიზებას ფარულად და მარტო ცდილობს. მოსწონს ჩაკეტილად მუშაობა.

    მისგან კარგი მედიცინის მუშაკი და ფსიქიატრი დგება, უყვარს მოვლენების არსში ღრმად ჩასვლა და პრობლემის მიზეზის გამოაშკარავება. ბევრი რამეა რისი გაკეთებაც სურს, მაგრამ არ შეუძლია, ეს მას ან ფილოსოფოსად აქცევს, ან იმედგაცრუებას ანიჭებს.

    ფარულმა მტრებმა შესაძლოა ცილი დასწამონ. მაგალითად, მომღიმარი მეზობელი უჩივის. ამ ადამიანს სიღრმისეული აღმოჩენების გაკეთების უნარი აქვს.

    ამ მარსის სათანადოდ მართვა მხოლოდ ძალიან განვითარებულ ინდივიდს შეუძლია.

    უარყოფით გამოვლინებაში ( როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია, ან ადამიანი არ არის საკმარისად განვითარებული) – შინაგანი ომი, ფარული მტრები, უამრავი მავნე ჩვევა, ენერგიის უარყოფითად გამოყენება, აზრები თვითმკვლელობაზე, შესაძლოა რაიმე ფორმით საფრთხე დაემუქროს მის თავისუფლებას.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია