იდეალისტი, რევოლუციონერი და რეფორმატორი, არ ეპუება არსებულ წესრიგს. მთელ თავის ძალებს მომავლისაკენ მიმართავს. გულწრფელად სჯერა ჰუმანიზმის, მეგობრობისა და თანადგომის. თუმცა ახლობლებთან ურთიერთობაში საკმაოდ იმპულსურია, რამაც შესაძლოა ბევრი ძვირფასი ადამიანი დააკრგვინოს. მის სამეგობრო წრესა და კოლექტივშიც მასკულანური ენერგია დომინანტობს.
საკუთარი მიზნებისა და იდეალების განსახორციელებლად კოლექტივთან, გარკვეულ ჯგუფთან ერთად მუშაობს. გუნდური მუშაობა მისი წარმატების აუცილებელი პირობაა. უმეტესად ინიციატორი და ორგანიზატორი თავადაა. შეუძლია ეფექტურად გადაანაწილოს დავალებები, ჩაუდგას სული ახალ წამოწყებებს, გადასდოს თავისი მძაფრი ენთუზიაზმის სხვა წევრებს. იგი ყოველთვის ახალ მეთოდებსა და გზებს პოულობს. არასტანდარტული და არაპროგნოზირებადი ქცევის მანერით შეუძლია გაგაოცოთ. მიუხედავად ამ კოლექტიური სულისა სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავს, რადგან საკმაოდ მოუცლელია ზედმეტად ღრმა კავშირების დამყარებისათვის. მოსწონს შეჯიბრებათობა ჯგუფში, მთავარია ამის გამო საერთო მიზანს არ გადაუხვიოს.
უარყოფით გამოვლინებაში ( როდესაც პლანეტა ან სახლი დაზიანებულია) ილუზიური, განუხორციელებელი იდეალები, სახიფათო ავანტიურა, უსიამოვნებები და კონფლიქტები მეგობრებთან, იმედგაცრუებები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია