მარსი მეათე სახლში

0
10310

პატივმოყვარე, ამბიციური და აქტიურია. ხშირად გვევლინება პიონერად თავის საქმეში. მოსწონს დამოუკიდებლობა.

მარსის ეს მდებარეობა სტატუსის მოპოვების სურვილზე მიანიშნებს. ამ ინდივიდის ენერგია უპირატესად კარიერულ წინსვლაზეა მობილიზებული და ცდილობს სათავეში მოექცეს. ამისთვის მზადაა იშრომოს თავდაუზოგავად. ხელსაყრელი პოზიციაა პოლიტიკის, მენეჯმენტისა და სამხედრო სამსახურისათვის. მიზნის მისაღწევად გააჩნია საჭირო ინიციატივა და პროფესიული რეალიზების უნარი. მისთვის ძალაუფლება ყველაზე დიდი ღირებულებაა და დიდად არც ინტერესდება სხვა ადამიანური ფასეულობებით, თუ რუკაში დანარჩენი მაჩვენებლები არ ასაზრდოებს მის მგრძნობელობას. ნებისმიერ შემთხვევაში მარსი მეათეში ლიდერობის პოტენციალის მძლავრი ინდიკატორია და ამას ვეღარ გადაჩრდილავს სხვა ასპექტები და პოზიციები. აქვს სხვების დამორჩილების ცდუნება.

საჭიროა აკონტროლოს თავისი ტემპერამენტი, აგრესია და მოუთმენლობა სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – უგრძნობი ნატურა, ცდილობს ნებისმიერი მეთოდით ჩამოიშორის გზიდან ყველა, ვინც მისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მიზნის განხორციელების გზაზე. ძლიერი მტრები და წინააღმდეგობები კარიერულ წინსვლაში. ხელმძღვანელები ამცირებენ მის ღირსებას, ხოლო ხელქვეითებს სასტიკად ექცევა. რეპუტაციის შელახვა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია