ენერგიული, დინამიური, ინიციატივიანი, ძლიერი და საკმაოდ აგრესიული ადამიანია. ქმედებაში იმპულსური, სპონტანური, დაუფიქრებელი და ზედმეტად ჯიუტია. არ აკლია თავდაჯერებულობა. არ მოსწონს, როცა მის საქმეში ერევიან. ურთიერთობაში პირდაპირი და უბრალოა. ეს პოზიცია ზრდის სიცოცხლისუნარიანობას.
როგორც წესი, ჯანმრთელი და დაკუნთული სხეული აქვს. ყოველთვის საქმეში ჩართულს არ შეუძლია დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა. ეს ელემენტი რუკაში წარმოშობს დრაივსა და მეტ ამბიციას. სწორედ პატივმოყვარეობა აძლევს დიდი სამუშაოს გაწევის სტიმულს.
მამაცი და გამბედავია, აქვს საოცარი ნებისყოფა. უყვარს ბრძოლა და არ ერიდება რისკის გაწევას.
უაყოფითი გამოვლინებები: უკიდურესი სიჯიუტე, გადამეტებული აგრესიულობა, დაუფიქრებელი ქმედება, უხეშობა, ვერ მართავს მრისხანებას, ხშირადაა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი.
ეს მდებარეობა უმჯობესია ჰქონდეს მამაკაცს, რადგან აგრესიული ქცევა მამაკაცურ საწყის მეტად შეესაბამება. ქალი ამ პოზიციით საკუთარ თავში დარწმუნებულია და მოსწონს შეჯიბრი. ხშირად ირჩევს კაცურ პროფესიებს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია