აქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უდიდესი მოთხოვნილება. ძალიან ტოლერანტული და ჰუმანურია. გამოირჩევა შემოქმედებითი უნარებით, ყოველთვის ღიაა ურთიერთობებისათვის და სწორედ აქედან ხვდება ძირითადი საფრთხე. შესაძლოა ღალატი მეგობრების მხრიდან, ან კოლექტივმა ვერ მიიღოს და ვერ გაუგოს. ამის მიზეზი ის არის, რომ თავიდნავე მეტისმეტად ინფანტილურად აფასებს ადამიანებს და მარტივად ენდობა, არ უნდა მათზე სიმართლის აღიარება. მძაფრი ინტუიცია და სიბრძნე აქვს. ეს მდებარეობა გამომგონებლის ტალანტზე მიანიშნებს. მისი მეგობრები ხშირად ენერგოვამპირები არიან, რომლებიც მის გამოყენებას ცდილობენ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია