იუპიტერი მეცხრე სახლში

    0
    9426

    ინფორმაციით და სიბრძნით გაუმაძღარი ადამიანის მდებარეობაა. არასოდეს წყვეტს შემეცნების პროცესს და იღებს რაც შეიძლება ფართო განათლებას. ნამდვილი იდეალიტი და ბუნებით ფილოსოფოსია, რომელიც დაუშურებლად უზიარებს სხვებს ცოდნას. აყალიბებს თავის იდეოლოგიას და მისთვის უცხო არაა რადიკალიზმი შეხედულებებში. საკმაოდ ამბიციურია. აქვს ორატორობის ნიჭი. განსაკუთრებით აფასებს თავისუფლებას, მოგზაურობასა და თვითგამოხატვას. წარმატებით ამყარებს კავშირებს უცხოელებთან და ჩვეულებრივ საზღვარგარეთ იღბალი წყალობს. შეუფერხებლად მოგზაურობისათვის ექმნება ყველა პირობა, თითქოს სამყარო ეხმარება ამ სურვილის რეალიზებაში. კარგი ინტუიცია აქვს. ხშირად აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში.

    უმაღლესი განათლება, მოგზაურობა, სწავლება, სპორტი, საგამომცემლო საქმე და უცხო კულტურები მისი ინტერესის სფეროებია. მასწავლებლის როლში გვევლინება ხოლმე.

    უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – პატივმოყვარეობა, გადაჭარბებული ამბიციები, უკიდურესი რადიკალიზმი, გადამეტებული ხეტიალი, შეზღუდვები, უცხოელებთან კონფლიქტები, წარუმატებლობა უცხოეთში, რეპუტაციის გაფუჭება.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია