ბუნებით ექსტრემალი ნატურა, რომელიც სიმშვიდესა და ოპტიმიზმს ინარჩუნებს რთულ სიტუაციებშიც.
ეს მდებარეობა მიუთითებს ქორწინებით, პარტნიორობით ან მემკვიდრეობით მიღებული ფინანსური შემოსავლის შესაძლებლობაზე. ამ ადამიანმა იცი როგორ მართოს ფული, განსაკუთრებით სხვების ქონება. აქვს უნარი გონივრულად და გააზრებულად გაკეთებული ინვესტიციისაგან მიიღოს სარგებელი. ყველა გვერდზეგადადებული, უიმედო ბიზნესგეგმა მის ხელში საოცრად შემოსავლიანი ხდება. ძლიერი სტრატეგი და მკვლევარია. პრობლემის გამომწვევ მიზეზამდე ინსტიქტით შეუძლია მისვლა. სიამოვნებას იღებს რთული პრობლემების გადაწყვეტისას. უყვარს ფარულის გამოაშკარავება. ტაბუებს მისი შოკირება არ შეუძლიათ, ყველაფერს მშვიდად და ბუნებრივად იღებს. არცთუ იშვიათად მთელი არსებით ერთვება სულიერი საკითხების კვლევა-ძიებაში, ინტერესდება ოკულტიზმითა და ეზოთერიკით. მაგების იუპიტერია.
აქვს უნარები მენეჯმენტში, ბუღალტერიასა და ფინანსურ ოპერაციებში. გამოირჩევა ძლიერი სექსუალური სურვილებით. ცდილობს ტრანსფორმაციას და განვითარებას.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) აფეთქებისა და ხანძარის საშიშროება, ბევრი ექსტრემალური ცხოვრებისეული გამოცდა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია