ეს მდებარეობა მიანიშნებს კარგ იღბალზე ქორწინებასა თუ სხვა პარტნიორულ ურთიერთობაში. კეთილშობილი, ღია, მეგობრული, სხვებისადმი კეთილგანწყობილი ინდივიდია. გამოირჩება ძლიერ განვითარებული სამართლიანობის გრძნობით. აქვს ადამიანების კარგი აღქმა და გამოსდის ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა. მისი იღბალი პარტნიორულ კავშირებში სწორედ ამითაა განპირობებული. როგორც წესი, ეს კავშირები მატერიალური შემოსავლის წყარო ხდება მისთვის. არის შანსი მეუღლე საკმაოდ მდიდარი იყოს.
აქვს მოლაპარაკებების წარმოების ტალანტი, ღრმად სწამს პატიოსნად თამაშის უპირატესობის. კონფლიქტებში წარმატებით ასრულებს მედიატორის ფუნქციას. იმარჯვებს სასამართლო დავებში. მიზნის მისაღწევად საკუთარ შარმსა და მომხიბვლელობას იყენებს ხოლმე. არ უჭირს ავტორიტეტისა და პოპულარობის მოპოვება. ძალიან ბედნიერი დარჩება თუ პარტნიორი განვითარების შესაძლებლობას არ შეუზღუდავს. ზოგადად ნებისმიერი ურთიერთობა მისთვის თვითჩაღრმავებისა და ფილოსოფიური სიბრძნის წყარო ხდება და ამ პროცესში იზრდება.
მისი მტრები საკმაოდ მორალური ადამიანები არიან. ამ ადამიანს აქვს ტალანტი ისინი მეგობრებად გადააქციოს.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – წარუმატებელი ქორწინება, მისი ნდობის ბოროტად გამოყენება, იმედგაცრუებები პარტნიორულ კავშირებში, გადაჭარბებული ან ძალიან დაბალი თვითშეფასება, შეგრძნება, რომ მასთან ყველა ვალშია.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია