ბედი წყალობს სამსახურში, ყოველთვის პოულობს მის ადგილს. ძლიერი ორგანიზატორია. იგი მთელი არსებით ემსახურება და ამისათვის სათანადოდ აჯილდოვებენ. კარგი ჯანმრთელობა აქვს და მალევე შეუძლია ენერგიის აღდგენა. ხშირად ინტერესდება მედიცინით – მკურნალობის ახალი მეთოდებით. თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ჰიგიენა მისი სფეროებია.
ძალიან მაღალ სტანდარტებს აყენებს ბიზნესსა და საქმეში. მიაჩნია, რომ ადამიანები ერთმანეთს გულისხმიერებით და პატივისცემით უნდა ექცეოდნენ. მუშაობის პროცესიდან იღებს დიდ სიამოვნებას და უყვარს, როდესაც სხვებისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ხელმძღვანელები ხედავენ და აფასებენ მის პატიოსნებასა და შრომისმოყვარეობას, სწორედ ამიტომ წარმატებას აღწევს სამსახურში. ზედმეტი კვებისადმი მიდრეკილება მისი მთავარი პრობლემაა. კოლექტივში დასაყრდენი ადამიანია, რომლისგანაც ყველა ელის დახმარებასა და სამსახურის გაწევას.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ცუდი ორგანიზატორია, თანამშრომლებთან ვერ აგვარებს ურთიერთობებს, უკიდურესი შრომა უწვეს სხვების სასარგებლოდ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია