იუპიტერი მეხუთე სახლში

    0
    10084

    ხშირად ეს ქარიზმატული ადამიანი ნიჭიერი ხელოვანია, მძაფრი შემოქმედებითი საწყისები მის ხასიათში ყოველმხრივ ვლინდება, მუდამ პოულობს თვითგამოხატვისთვის საჭირო ფორმას და სახეს – ყველა ქმედება ხომ თავისთავად შემოქმედებითი აქტია. მოსწონს შთამბეჭდაობა და ეფეტურობა ყველგან და ყველაფერში. უმართლებს სიყვარულში. სიყვარულს უფრო მკაფიოდ აღიქვამს, ვიდრე თავად პარტნიორს. რომანტიკული თავგადასავლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ეთაყვანება ხელოვნების ნიმუშებს. გიჟდება რისკის გაწევაზე, ძალიან აზარტულია.

    დიდსულოვანი, ოპტიმისტი, გულუხვი, მხიარული და მხურვალე ნატურაა.   კარგი იღბალი აქვს, იცის როგორ გადააქციოს ცხოვრება თამაშად, გართობად და სიამოვნების მიღების წყაროდ. მარტივად იმსახურებს სიყვარულს და იხვეჭს ავტორიტეტს. მამაკაცი ამ ასპექტით ძალიან მექალთანეა.

    ხელოვნება, შოუბიზნესი, პოლიტიკა, რეკრეაცია, გასართობი ბიზნესი და ბავშვები მისი სფეროებია. აქვს სწავლების ტალანტი, გააჩნია რა საჭირო მოთმინება და სიყვარული ამ პროცესის მიმართ.

    დაჯილდოვებულია თვითგამოხატვის დრაივით. იუპიტერის ეს პოზიცია შესაძლოა იყოს დიდი ოჯახისა და ბევრი შვილის მაჩვენებელი. მის ბავშვებს თან სდევთ წარმატება. შეიძლება მოიგოს ლატარიაში, ან რომელიმე სხვა აზარტულ თამაშში. უყვარს სპორტი.

    უარყოფით გამოვლინებებში ( როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ზედმეტი რისკისა და აზარტისაგან გაკოტრების საფრთხე, გულგრილობა ბავშვებისადმი, გარყვნილი ცხოვრების წესი და მუდამ სიამოვნების მიღებაზე ორიენტირება, ზეამბიციურობა და ამპარტავნება.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია