იუპიტერი მეოთხე სახლში

0
10120

იგი ისწრაფვის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისაკენ. საოცრად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ჰაერივით სჭირდება ახლობლების გარემოცვა. ბავშვობიდანვე განებივრებულია ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობებით, სიმყუდროვით და უსაფრთხოების შეგრძნებით. ერთი სიტყვით, რეალიზებისათვის ყველა პირობა ექმნება. მორალი გამყარებულია ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში. ოცნებობს დიდ კომფორტულ სახლზე და ხშირად აღწევს კიდეც. მიაჩნია, რომ ბედნიერება სახლია. უძრავი ქონება მისი ყველაზე დიდი სისუსტეა.

მშობლების ძლიერი გავლენას განიცდის. განსაკუთრებით დედის. ისინი მუდამ მხარდაჭერით ანებივრებენ. არაა გამორიცხული მიიღოს მემკვიდრეობა. პატრიოტია და ტრადიციებს პატივს სცემს. სწორედ სამშობლოში აქვს წარმატების მიღწევის შანსი.

ეს პოზიცია მიანიშნებს, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული და უზრუნველყოფილი იქნება.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც დაზიანებულია პლანეტა, ან სახლი.) – ცუდი პირობები სამშობლოში, არეული ურთიერთობები ოჯახში, შესაძლოა გაფლანგოს ოჯახის მიერ დატოვებული ქონება, ახლობლებსა და ნათესავურ კავშირებს ტვირთად აღიქვამს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია