იუპიტერი მესამე სახლში

0
9684

ამ ადამიანს მიდრეკილება აქვს ფილოსოფიისა და სულიერებისაკენ. ინტელექტუალი ოპტიმისტია. სოციუმში ყოველთვის ელოდება ბევრი ახალი შესაძლებლობა. საჭირო ინფორმაცია მასთან უპრობლემოდ მოდის. არასოდეს ბეზრდება სწავლის პროცესი. წერა, ლიტერატურა, ჟურნალისტიკა, მასობრივი კომუნიკაციები მისი სფეროებია. კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმებთად და ზოგადად ნათესავებთან. ხშირად აღწევს წარმატებას ნათესაური კავშირების წყალობით. უწევს მოგზაურობა ახლო მანძილზე.

გონიერი და შორსმჭვრეტელია, კარგად ეხერხება დაგეგმვა და ანალიზი. აქვს უამრავი იდეალი. უკიდურესად ცნობიმოყვარე ყოველთვის ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს. დიდ სიამოვნება იღებს სხვებისათვის იდეების გაზიარებით. არ უჭირს სიმპატიის მოპოვება. აქვს საოცარი უნარი საქმის დასაწყისშივე აღიქვას სრული სურათი, ამიტომ იძლევა ღირებულ რჩევებს. გულწრფელად აინტერესებს ადამიანები. კონტაქტებს ხშირად წარმატება მოაქვს მისთვის, ხოლო შემეცნების პროცესი ძალიან უადვილდება.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — მოლაყბეობა, მოთმინების უნარის არქონა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, უსიამოვნებები ნათესავებთან, ინფორმაციის გართულებული აღქმა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია