იუპიტერი მეორე სახლში

    0
    9580

    იღბალი წყალობს ფულად შემოსავლებში. ხშირად აქვს დიდი ქონება, იღებს საჩუქრებს. სამყარო ყველა მხრიდან სთავაზობს სიმდიდრის მოგროვების შესაძლებლობას. კომფორტი და მატერიალური სახის სიამოვნება მისი ბედნიერების გარანტია და პირადი ღირსების განცდაც კი პირდაპირ ფულის შოვნას უკავშირდება. მარტივად გამოიმუშავებს და მარტოვად ხარჯავს.

    საქმიანობის სფერო ხშირად უკავშირდება – უძრავ ქონებას, საკვებს, საბანკო საქმეს, ფსიქოლოგიას, საავადმყოფოს. უყვარს ანტიკვარებისა და სხვა ლამაზი, დახვეწილი ნივთების შეგროვება. ფუფუნებაში ცხოვრება მისი ცდუნებაა.

    უარყოფით გამოვლინებებში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – მფლანგველობა, ზედმეტი ჭამა სიამოვნებისათვის, ამბიციები ფინანსურ სფეროში, მხოლოდ ფუფუნებაზე ფიქრი.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია