განმარტოებას, მედიტაციას და კულისებში შრომას ამ ადამიანისათვის მოაქვს უდიდესი სიამოვნება და გაახალგაზრდავების შეგრძნება. გულუხვი და მოწყალეა, მაგრამ ამას ანონიმურად აკეთებს. ამ მდებარეობას უწოდებენ მფარველი ანგელოზის პოზიციას, რადგან ადამიანი ცხოვრებაში რამდენჯერმე გადარჩება უკანასკნელ მომენტში. აქვს თვითჩაღრმავებისა და თვითშესწავლის ინტერესი, შრომობს ჩუმად, ზედმეტი ხმაურის გარეშე. როცა მარტოა საქმეს გაცილებით ეფექტურად ართმევს თავს და მეტად პროდუქტიულია. ეძლევა იღბალი საიდუმლო სამსახურში. არაა გამორიცხული ჰქონდეს ფარული ძალაუფლება და კულისებიდან სიტუაციის მართვის შესაძლებლობა.
ფლორა და ფაუნა მისი მკურნალი ძალაა. ეხმარება ადამიანებს ყოველგვარი მოლოდინისა და ანგარების გარეშე. არცთუ იშვიათად ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში. საპასუხოდ თითქოს მას უხილავი ძალები მფარველობენ. ხასიათდება ქვეცნობიერი ექსტრავაგანტულობითა და ტენდენციით იმოქმედოს დაუფიქრებლად. ინტუიცია არასოდეს ღალატობს, საოცარი თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. იზიდავს ყველაფერი, რაც სულიერებას ეხება. მისი ინტერესების ,,დიაპაზონი” ფილოსოფიურო სიბრძნიდან ეზოთერულ და ოკულტურ სწავლებებამდე მერყეობს. ზოგჯერ საეკლესიო მსახურებისაკენ იხრება. კარგი პოზიციაა მედიცინის მუშაკისთვის. ასევე ფანტაზიისა და წარმოსახვის უზღვავი მარაგი წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს როგორც სცენარისტს, მხატვარს და მუსიკოსს.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – თავის მოტყუების ტენდენცია, ილუზიები, ებრალება საკუთარი თავი, ჰყავს ძლიერი ფარული მტრები, მის გარშემო ბევრი ინტრიგაა, აწყდება უმადურობას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია