იუპიტერი მეთერთმეტე სახლში

0
9588

მისთვის სოციალური ცხოვრება უმნიშვნელოვანესი რამეა. უდიდეს სიამოვნებას იღებს მეგობრებთან და სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან კონტაქტით. გავლენიანი მეგობრები ჰყავს, რომლებიც, როგორც წესი, მისთვის სამსახურის გაწევას არ იშურებენ. ბუნებით ეს ადამიანი ნამდვილი ალტრუისტია და განსაკუთრებით აფასებს ხალხს შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხით.   იღბლიანი რეფორმატორია. მისი ნოვატორული იდეები ყველასათვის მისაღები ხდება. თვითონაც ღიაა სიახლეებისა და პროგრესისადმი. ჰუმანური და ტოლერანული ინდივიდია. ისწრაფვის საკუთარი იდეალებისაკენ. იუპიტერი მეთერთმეტეში აძლევს დასახული მიზნებისა და იდეების რეალიზების საშუალებას. დაუზიანებელი პლანეტის შემთხვევაში მას აქვს წინასწარმეტყველებამდე ამაღლებული პროგნოზის უნარი. წარმატებებს აღწევს თანაავტორობით შექმნილ პროექტებში, მეცნიერებასა და საორგანიზაციო საქმიანობაში.

ჯგუფში ეს პიროვნება ითავსებს ორგანიზატორის ფუნქციას. შეუძლია წარმატებით დაგეგმოს ფართომასშტაბიანი აქტივობები. მისი მიღწევები ხშირად უამრავი მხარდამჭერის დამსახურებაა, ამიტომ პოლიტიკოსებს ხშირად აქვთ ეს მდებარეობა.

უარყოფითი გამოვლინებისას (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – არარეალური მიზნები, არაპრაქტიკულობა, ღალატი მეგობრების მხრიდან, ცუდი წრე, ქედმაღლობის ტენდენცია ჯგუფში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია