იუპიტერი მეათე სახლში

0
1480

ამ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსი და კარიერული წინსვლა. იუპიტერის მოცემული პოზიცია კი გულისხმობს პერსპექტივას, რომ ადამიანი გახდება ცნობილი და კარიერაში მიაღწევს უმაღლეს საფეხურებს.

თუმცა ეს წარმატება სულაც არ იქნება შემთხვევითი. აქაა იდეალიზმის, ჰუმანურობის პიროვნული პატიოსნების, სამართლიანობისა და ნამდვილი პროფესიონალიზმის სინთეზი. ეს გონიერი, შრომისმოყვარე პიროვნება მუდამ მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და სხვებშიც აფასებს ამ თვისებას. გამორჩეული ორგანიზატორია, შეუძლია ეფექტურად დაგეგმვა. აქვს მყარი ღირებულებათა სისტემა და ყოველთვის იცავს ეთიკის ნორმებს. განსაკუთრებით გამოირჩევა საზოგადოებრივ ასპარეზზე. არ უჭირს პატივისცემისა და ავტორიტეტის მოპოვება. საზოგადოება მარტივად იღებს მას, თითქოს პოპულარობისათვისაა გაჩენილი.

შეუძლია გამოწვევების ღირსეულად მიღება, არ ურთულდება დაბრკოლებების გადალახვა. ბუნებით ოპტიმისტი და შემწყნარებელია. როგორც წესი, პროფესიული საქმიანობისას ხშირად მოგზაურობს.

არ განიცდის თავდაჯერებულობის ნაკლებობას და ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა. ვინაიდან სოციალურად აქტიურია, დიდი შანსია წავიდეს პოლიტიკაში.

სავარაუდოა, რომ იგი ამაღლდება თავის სოციალურ სტატუსზე და გახდება ცნობადი სახე.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ზეამბიციურობა, ძალაუფლებისაკენ ლტოლვა, ამპარტავნობა, ავტორიტეტის შელახვა და კარიერული მგომარეობის დაკარგვა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია