ნებისმიერ საქმეს უდიდესი ენთუზიაზმით და შემართებით იწყებს. სჯერა პოზიტიურად აზროვნების ძალის. ყველგან და ყველაფერში ახალ შესაძლებლობას ხედავს. ძალიან პრინციპული ადამიანია და აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა.
იგი თავდაჯერებული და ღირსეულია, განსაკუთრებით ასაკში. კეთილი, გონებაგახსნილი და ოპტიმისტია, რომელიც ფოკუსირდება ცხოვრების ნათელ მხარეზე. პატიოსანი, სანდო, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი მარტივად იხვეჭს პოპულარობას. საკმაოდ იღბლიანია. დაუნანებლად გასცემს სითბოსა და სიყვარულს. მოსწონს დიადი მქადაგებლის როლი.
უყვარს მოგზაურობა, უმაღლესი განათლება მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, არასოდეს წყვეტს თვითგანვითარებას.
მეორე მხრივ, იუპიტერმა ამ მდებარეობით შეიძლება მოგვცეს ზედმეტად ექსტრავაგანტული, ახირებული და საკუთარი თავისათვის ყველა უფლების მიმცემი ნატურა.
მისი საქმიანობა ხშირად უკავშირდება, რელიგიას, სოციალურ პროგრამებსა და განათლებას.
უარყოფით გამოვინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ზედმეტი ხელგაშლილობა, ქედმაღლობა, სტაგნაცია სულიერ განვითარებაში, სიზარმაცე, მუდამ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვა, სიმსუქნე, მოთმინების უნარის არქონა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია