მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.
მარსი ვერძში მარსის ხასიათს ყველაზე კარგად გამოხატავს, რადგან მისი მმართველია. ძალიან იმპულსური პოზიციაა. ჩხუბისთავი მარსი. პირველადი ინსტინქტი – მოქმედება. მომენტალურად რეაგირებთ ყველაფერზე. გახასიათებთ უცაბედი აფეთქებები, თუმცა ბრაზი დიდხანს არ მიგყვებათ. როდესაც ბრაზობთ, ვერაფრით უშვებთ, რომ შეიძლება ცდებით. ხართ კონფლიქტური. წარსულს იშვიათად მისტირით, არ გჩვევიათ წყენის გულში ჩადება და სასოწარკვეთილებაში ყოფნა. ბავშვურად წამოგივლით ხოლმე, ამოაფრქვევთ აგრესიას და ცოტა ხნის შემდეგ აღარც კი გახსოვთ რატომ ბრაზობდით.
ინსტინქტებს მინდობილი ბევრს არ მერყეობთ გადაწყვეტილების მიღებაზე და როცა რაღაცის გაკეთება გინდათ, აკეთებთ მაშინვე, იმპულსურად. არც სხვების აზრის გათვალისწინება გახასიათებთ, არც მიღწეული მიზნებით დიდხანს ტკბობა, თქვენი მოყვანილი ვარდის დასაყნოსად იშვიათად ჩერდებით, სხვა მწვერვალების დასაპყრობად მიგეჩქარებათ. პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. დაგეგმვისთვის მოთმინება არ გყოფნით. მოქმედებთ სპონტანურად. მოქმედებაში დაუფიქრებელი, პირდაპირი, პატიოსანი და სუფთა ხართ.
ყოველთვის წინ ხართ ერთი ნაბიჯით. პროგნოზირებადი ცხოვრების გაგონებაზე გბურძგლავთ. მოგწონთ ყველაფრის თავიდან დაწყება, ახალი იდეები, ნოვაციები. გამოწვევებს სიხარულით ხვდებით. თქვენთან ურთიერთობა ერთობ ამაღელვებელია, მაგრამ თქვენთვის ფეხის აწყობა ძალიან რთული. უზარმაზარ ფიზიკურ ენერგიას ფლობთ, თუმცა ენთუზიაზმი იშვიათად მიგყვებათ ბოლომდე. ამიტომ ბევრი დაწყებული და დაუმთავრებელი პროექტი გაქვთ.
გაღიზიანებთ ადამიანები, რომლებიც ორჭოფობენ, შემოვლით გზებს ეძებენ, ახასიათებთ არაპირდაპირი მოქმედებები. მოთმინება არ გყოფნით მიკიბულ-მოკიბული ხალხის ასატანად, რომლებიც ფრთხილობენ და ნელა მოქმედებენ.
სექსში ძალიან ენერგიული და შემტევი ხართ. ადვილად იგზნებით. ჩქარობთ. თქვენთან სექსი ორთაბრძოლას ჰგავს. თქვენთვის სექსი სპორტია. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არა დღესასწაული. მოგწონთ ექსტრემალურ პირობებში სექსი – მანქანაში, გასახდელში.. რაც უფრო მეტი ეგზოტიკა იქნება მით უკეთესი.
კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, ფიზიკური აქტივობით. ამ გზით თქვენში არსებული უშრეტი ენერგია გამოსავალს ჰპოვებს და აგრესიული ფორმებით აღარ გამომჟღავნდება.
ქალებს, ამ მაჩვენებლით, მოსწონთ სპორტული, ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები, რომლებიც ინიციატორები იქნებიან ურთიერთობაში. მამაკაცები კი ამ მაჩვენებლით თავად არიან ინიციატორები. მოსწონთ ნადირობის პროცესი და რაც უფრო მეტ უარს იღებენ, მით უფრო მეტად შედიან აზარტში, მეტად ხელდებიან. სწრაფად ეკიდებათ ცეცხლი და სწრაფად გასდით. ხანგრძლივად მხოლოდ იმ ქალთან რჩებიან, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე ბოლომდე იდგება და დედოფლის როლზე ნაკლებს არ დასჯერდება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია